BIGGEST EVENT OF THE YEAR

BRITISH CENTRE CHALLENGE 

ENGLISH LANGUAGE CONTEST FOR STUDENTS 

TAKE THE CHALLENGE

რეგისტრაციის დასრულებამდე დარჩა

დარეგისტრირდი

სარეგისტრაციო ფორმა

ოლიმპიადის შესახებ

ბრიტანული ცენტრის სტუდენტური ოლიმპიადა ინგლისურ ენაში BC CHALLENGE წარმოადგენს ყველაზე მასშტაბურ სტუდენტურ ოლიმპიადას საქართველოში, უპრეცედენტო საპრიზო ფონდით, გამარჯვებულთა გამოვლენისა და დაჯილდოების უნიკალური სისტემით.

ოლიმპიადა BC CHALLENGE-ის მიზანია:

• ინგლისური ენის პოპულარიზაცია;

• სტუდენტებში სწავლისადმი მოტივაციის ამაღლება;

• სამართლიანი, მიუკერძოებელი და გამჭვირვალე შეფასების სისტემის გამოყენებით ნიჭიერი სტუდენტების გამოვლენა და წახალისება.

გადახდის წესები

  • ოლიმპიადაში მონაწილეობისათვის რეგისტრაცია ფასიანია, საფასური შეადგენს 30 ლარს;
  • გადახდისას დანიშნულებაში მიუთითეთ თქვენი სახელი, გვარი, რეგისტრაციის კოდი;
  • მონაწილე ვალდებულია ოლიმპიადის პირველ ტურზე გამოცხადებისას წარმოადგინოს რეგისტრაციის საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი;

თიბისი ბანკი   GE64TB7796936020100002



ჩატარების განრიგი

ოლიმპიადის პირველი ტური ჩატარდება 2018 წლის თებერვალში. თითოეული ტურის ჩატარების ადგილის და განრიგის შესახებ ინფორმაცია გავრცელდება ვებ-გვერდზე თითოეული ტურის ჩატარებამდე არაუგვიანეს 5 სამუშაო დღით ადრე.

I ტური თბილისი
  • - 2018 წელი
I ტური ქუთაისი
  • - 2018 წელი
I ტური ბათუმი
  • - 2018 წელი

ჩატარების ადგილები

თბილისი

  • ბრიტანული ცენტრის წმ. ნიკოლოზის სახელობის სკოლა

  • ლუბლიანას ქ. #21

ქუთაისი

  • ბრიტანული ცენტრი


  • ტ. ტაბიძის ქ. #1

ბათუმი

  • ბრიტანული ცენტრი


  • ლ. ასათიანის ქ. #56-58

ვიდეო

საპრიზო ფონდი

ოლიმპიადის ფარგლებში გამარჯვებულ მონაწილეთა გამოვლენა და დაჯილდოება ხდება ოლიმპიადის სამივე ეტაპზე. 


I ტურის შედეგად გამოვლინდება და პრიზებით დაჯილდოვდება შესაბამისი ტურის საუკეთესო ათეული.

ოლიმპიადის პირველი ტურის საუკეთესო ათეულის წარმომადგენლები არიან ის მონაწილეები, რომლებიც ვერ გადალახავენ მეორე ტურში გადასვლისათვის დაწესებულ ზღვარს, თუმცა I ტურში სხვა მონაწილეებთან შედარებით დააგროვებენ მაქსიმალურ ქულებს.


II ტურის შედეგად გამოვლინდება და პრიზებით დაჯილდოვდება შესაბამისი ტურის საუკეთესო ხუთეული.

ოლიმპიადის მეორე ტურის საუკეთესო ხუთეულის წარმომადგენლები არიან ის მონაწილეები, რომლებიც ვერ გადალახავენ მესამე ტურში გადასვლისათვის დაწესებულ ზღვარს, თუმცა II ტურში სხვა მონაწილეებთან შედარებით დააგროვებენ მაქსიმალურ ქულებს.


III ტურის შედეგად გამოვლინდება და პრიზებით დაჯილდოვდება ოლიმპიადის გამარჯვებული ხუთეული.

ოლიმპიადის გამარჯვებული ხუთეულის წარმომდაგენლები არიან ის მონაწილეები, რომლებიც მოხვდენ მესამე ტურის რეიტინგული სიის პირველ ხუთ ადგილზე.


მესამე ტურში გადასული ყველა მონაწილე დაჯლდოვდება წარჩინების სერტიფიკატით.

ოლიმპიადის წარჩინებული მონაწილეები არიან ოლიმპიადის ის მონაწილეები, რომლებმაც მიიღეს ფინალურ ტურში მონაწილეობის უფლება.

Speaker

I ტურში გამოვლენილი საუკეთესო ათეული მიიღებს 30%-იან ფასდაკლების ვაუჩერს ბრიტანულ ცენტრში ინგლისური ენის შემსწავლელ კურსებზე.

I ტური

 

Speaker

II ტურში გამოვლენილი საუკეთესო ხუთეული მიიღებს ერთ წლიან უფასო სწავლების ვაუჩერს ბრიტანულ ცენტრში ინგლისური ენის შემსწავლელ კურსებზე.

II ტური

 

Speaker

I ადგილის მფლობელი მიიღებს ფულად პრემიას 2500 ლარის ოდენობით. 

II ადგილის მფლობელი მიიღებს ფულად პრემიას 2000 ლარის ოდენობით. 

III ადგილის მფლობელი მიიღებს ფულად პრემიას 1500 ლარის ოდენობით. 

IV და V ადგილების მფლობელები მიიღებენ ერთ წლიან უფასო სწავლების ვაუჩერებს ბრიტანულ ცენტრში ინგლისური ენის შემსწავლელ კურსებზე.

III ტური (ფინალი)

 

ოლიმპიადის ჩატარების წესი

მუხლი 1. ზოგადი დებულება ოლიმპიადის შესახებ

ეს წესი განსაზღვრავს ოლიმპიადის “BC Challenge” ჩატარების წესსა და პირობებს, აგრეთვე ოლიმპიადის მეთოდოლოგიური და ადმინისტრაციული უზრუნველყოფის საკითხებს.

მუხლი 2. ტერმინთა განმარტება

ამ წესის მიზნებისთვის გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ცენტრი - შპს. ბრითიშ სენთერ ბუქ სთორ ს/კ 401963256, იურიდიული მისამართი: ლუბლიანას ქ. 21, თბილისი 0146 საქართველო;

ოლიმპიადა - ამ წესის მიხედვით ცენტრის მიერ ჩატარებული ინგლისური ენის ოლიმპიადა;

ოლიმპიადის მონაწილე - უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების საბაკალავრო ან სამაგისტრო პროგრამის სტუდენტი, რომელიც შესაბამისი წესით დარეგისტრირდა ოლიმპიადაში მონაწილეობის მისაღებად;

ტესტი - ცენტრის მიერ შედგენილი საოლიმპიადო დავალებათა ერთობლიობა;

მაქსიმალური ქულა - ტესტის თითოეული დავალებისთვის მინიჭებული მაქსიმალური ქულათა ჯამი;

რეიტინგული სია - ამ წესით დადგენილი შესაბამისი ტურის დასრულების შემდეგ, ცენტრის მიერ დამტკიცებული, ოლიმპიადის მონაწილეების მიერ ტესტირების შედეგად მოპოვებული ქულების მიხედვით ოლიმპიადის მონაწილეთა რანჟირებული სია უმაღლესიდან უმდაბლესისკენ;

საპრეტენზიო კომისია - ოლიმპიადის მესამე ტურში მიღებულ შედეგთან და პროცედურულ დარღვევებთან ოლიმპიადის მონაწილეთა საპრეტენზიო განაცხადების მიღების განხილვის მიზნით, ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური სამართლებრივი აქტით შექმნილი დროებითი ორგანო;

ადმინისტრტორი - ცენტრის მიერ მოწვეული პასუხისმგებელი პირი, რომელიც კურირებს ოლიმპიადის ტურების ჩატარების პროცესს და უზრუნველყოფს ოლიმპიადის ტესტების კონფიდენციალურობას;

მეთვალყურე - ცენტრის მიერ მოწვეული პირი, რომელიც თვალყურს ადევნებს ოლიმპიადის ტესტირების პროცესის მიმდინარეობას;

გამსწორებელი - ცენტრის მიერ მოწვეული სპეციალისტი, რომელიც უფლებამოსილია შეაფასოს ოლიმპიადის მონაწილის მიერ შესრულებული ტესტი.

მუხლი 3. ოლიმპიადის მიზნები

1. ოლიმპიადის მიზანია:

1.1. ინგლისური ენის პოპულარიზაცია;

1.2. სტუდენტებში სწავლისადმი მოტივაციის ამაღლება;

1.3. სამართლიანი, მიუკერძოებელი და გამჭვირვალე შეფასების სისტემის გამოყენებით ნიჭიერი სტუდენტების გამოვლენა და წახალისება.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მიზნების მისაღწევად ცენტრი უზრუნველყოფს:

2.1. საოლიმპიადო ტესტების შემუშავებას;

2.2. ტესტირების ადმინისტრირებას;

2.3. ტესტების ობიექტურ გასწორებას;

2.4. გამარჯვებული მონაწილეების გამოვლენას და დაჯილდოებას.


მუხლი 4. ოლიმპიადის ჩატარება

1. ოლიმპიადის ჩატარებისას ცენტრი:

1.1. უზრუნველყოფს მონაწილეთა ინფორმირებას და რეგისტრაციას;

1.2. უზრუნველყოფს ოლიმპიადის ტურების ორგანიზებას;

1.3. აქვეყნებს მონაწილეთა რეიტინგულ სიას ოლიმპიადის ყოველი ტურის დასრულების შემდეგ;

1.4. ოლიმპიადის მონაწილეთა ნაშრომებს ინახავს 3 თვის განმავლობაში;

1.5. მონაწილის მოთხოვნის შემთხვევაში წარუდგენს მას საკუთარ ნაშრომს;

1.6. უზრუნველყოფს სხვა ისეთი პირობების შექმნას, რომელიც ხელს შეუწყობს ოლიმპიადის ობიექტურ და წარმატებულ განხორციელებას.

მუხლი 5. ოლიმპიადის ჩატარების სტრუქტურა

1. ოლიმპიადა მოიცავს სამ ტურს:

1.1. პირველი ტური;

1.2. მეორე ტური;

1.3. მესამე ტური.

2. ოლიმპიადის პირველი ტურის შედეგების საფუძველზე გამოვლინდებიან ოლიმპიადის ის მონაწილეები, რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ ოლიმპიადის მეორე ტურში.

3. მეორე ტურის შედეგების საფუძველზე გამოვლინდებიან ოლიმპიადის ის მონაწილები, რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ ოლიმპიადის მესამე ტურში.

4. მესამე ტურის შედეგების საფუძველზე გამოვლინდებიან ოლიმპიადის გამარჯვებულები.

5. ოლიმპიადის ფინალური ტურის შედეგების გათვალისწინებით თუ არ მოხდება გამარჯვებულების გამოვლენა, დაინიშნება დამატებითი ტური.

მუხლი 6. ოლიმპიადის ჩატარების ფორმა

ოლიმპიადა ტარდება ტესტირების მეშვეობით, ტესტების კონფიდენციალურობა დაცულია ტესტირების დაწყებამდე.

მუხლი 7. ოლიმპიადაში მონაწილეობა

1. ოლიმპიადაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების სტუდენტებს.

2. რეგისტრაცია

2.1. ოლიმპიადაში მონაწილეობის მისაღებად სტუდენტმა უნდა გაიაროს ელექტრონული რეგისტრაცია ოლიმპიადის ოფიციალურ ვებ-გვერდზე: www.bcchallenge.ge

2.2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული რეგისტრაცია მიმდინარეობს წინასწარ დაანონსებულ ვადებში.

2.3. ოლიმპიადაში მონაწილეობისათვის რეგისტრაცია ფასიანია და საფასური შეადგენს 30 ლარს.

მუხლი 8. ოლიმპიადის ტურები და მათი ჩატარება

ოლიმპიადის თითოეული ტურის ჩატრების ადგილის და განრიგის შესახებ ინფორმაცია ვრცელდება ვებ-გვერდზე www.bcchallenge.ge თითოეული ტურის ჩატარებამდე არაუგვიანეს 5 სამუშაო დღით ადრე.

მუხლი 9. პირველი ტური

1. ოლიმპიადის პირველი ტურის ტესტების გასწორების შემდგომ ინდივიდუალური შედეგების გამოქვეყნების შედეგად გამოვლინდებიან ოლიმპიადის მეორე ტურში გადასული მონაწილეები;

2. მონაწილეთა შედეგები, ვებ-გვერდზე www.bcchallenge.ge ქვეყნდება ოლიმპიადის პირველი ტურის ჩატარდებიდან 7 კალენდარული დღის განმავლობაში;

3. ოლიმპიადის პირველ ტურში მონაწილეობის უფლება აქვს სტუდენტს, რომელსაც გავლილი აქვს შესაბამისი რეგისტრაცია და გადახდილი აქვს რეგისტრაციის საფასური;

4. ოლიმპიადის პირველი ტურის საფუძველზე გამოვლინდებიან ოლიმპიადის ის მონაწილეები, რომლებიც მოიპოვებენ უფლებას მონაწილეობა მიიღონ ოლიმპიადის მეორე ტურში. ოლიმპიადის მეორე ტურში მონაწილეობის უფლება აქვს ოლიმპიადის იმ მონაწილეს, რომელმაც ოლიმპიადის პირველ ტურში დააგროვა შესაბამისი ქულა, რაც განსაზღვრულია ოლიმპიადის შიდა წესდებით.

5. ოლიმპიადის პირველი ტურის გამარჯვებულია ის მონაწილე რომელიც ვერ გადალახავს მეორე ტურში გადასვლისათვის დაწესებულ ზღვარს, თუმცა კონკრეტულ ტურში სხვა მონაწილეებთან  შედარებით მიიღებს მაქსიმალურ ქულას.

მუხლი 10. მეორე ტური

1. ოლიმპიადის მეორე ტურში დაშვებულნი იქნებიან მხოლოდ ის მონაწილეები, რომლებმაც მოიპოვეს მეორე ტურში მონაწილეობის უფლება;

2. ოლიმპიადის მეორე ტურის საფუძველზე გამოვლინდებიან ოლიმპიადის ის მონაწილეები, რომლებიც მოიპოვებენ უფლებას მონაწილეობა მიიღონ ოლიმპიადის მესამე ტურში. ოლიმპიადის მესამე ტურში მონაწილეობის უფლება აქვს ოლიმპიადის იმ მონაწილეს, რომელმაც ოლიმპიადის მეორე ტურში დააგროვა შესაბამისი ქულა, რაც განსაზღვრულია ოლიმპიადის შიდა წესდებით;

3. ოლიმპიადის ფინალურ ტურში გადასულ მონაწილეთა ინდივიდუალური შედეგები გამოქვეყნდება ოფიციალურ ვებ-გვერდზე www.bcchallenge.ge, მეორე ტურის ჩატარდებიდან 5 კალენდარული დღის შემდეგ;

4. ოლიმპიადის მეორე ტურის გამარჯვებულია ის მონაწილე რომელიც ვერ გადალახავს მესამე ტურში გადასვლისათვის დაწესებულ ზღვარს, თუმცა კონკრეტულ ტურში სხვა მონაწილეებთან  შედარებით მიიღებს მაქსიმალურ ქულას.

მუხლი 11.  მესამე ტური

1.ოლიმპიადის მესამე ტურში მონაწილეობის მიღების უფლება აქვს ოლიმპიადის ყველა იმ მონაწილეს რომელიც გადალახავს მეორე ტურისთვის დაწესებულ ზღვარს;

2. ოლიმპიადის მესამე ტურის შედეგად გამოვლინდებიან ოლიმპიადის გამარჯვებული მონაწილეები ოლიმპიადის ჩატარებიდან არაუგვიანეს 7 კალენდარული დღისა.

3. ოლიმპიადის მესამე ტურის დასრულების და საპრეტენზიო განაცხადების განხილვის შემდეგ, ოლიმპიადის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნდება მონაწილეთა რეიტინგული სია.

4. თუ რეიტინგული სიის შედგენის დროს პირველ ხუთ მონაწილეს ან მეტს თანაბარი ქულები უფიქსირდებათ, მაშინ რეიტინგული სიის შედგენის დროს გათვალისწინებული იქნება მონაწილეთა მიერ მეორე ტურში მიღებული ქულები;

5. თუ მეორე ტურის შედეგების გადახედვით და გათვალისწინების შემდეგ, ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ ოლიმპიადის მონაწილეებს თანაბარი ქულები აქვთ, რეიტინგული სიის შექმნის მიზნით, გათვალისწინებული იქნება თანაბარი ქულების მქონე ოლიმპიადის მონაწილეების პირველ ტურში მიღებული ქულები;

6. თუ ოლიმპიადის პირველი ტურის შედეგების გადახედვის დროს, ამ მუხლის მე-5  პუნქტით გათვალისწინებულ მონაწილეებს დაუფიქსირდებათ თანაბარი ქულები, გამარჯვებულთა გამოვლენის მიზნით დაინიშნება დამატებითი ტური.

მუხლი 12. დამატებითი ტური

1. დამატებით ტური ტარდება 1 დღის განმავლობაში. ამ ტურში მონაწილეობას იღებენ მხოლოდ ის მონაწილეები, რომელთა გამარჯვებულად გამოვლენის დროს ოლიმპიადის სამივე საკონკურსო ტურში იდენტური შედეგები დააფიქსირეს.

2. დამატებითი ტურის ჩატარების ადგილისა და დროის შესახებ ინფორმაციას ცენტრის წარმომადგენლები ინდივიდუალურად მიაწვდიან მონაწილეებს.

3. დამატებითი ტურის შედეგები მონაწილეებისთვის ცნობილი გახდება 5 კალენდარული დღის განმავლობაში.


მუხლი 13. ტესტირების მიმდინარეობა

1. ოლიმპიადის თითოეული ტურის ხანგრძლლივობაა 60 წუთი;

2. თითოეულ ტურზე ოლიმპიადის მონაწილე უნდა გამოცხადდეს ტესტირების დაწყებამდე ნახევარი საათით ადრე;

3. ის მონაწილე, რომელიც ტესტირებაზე გამოცხადდება 15 წუთით ან მეტი დაგვიანების შემთხვევაში ტესტირებაზე არ დაიშვება.

4. ოლიმპიადის მონაწილე ვალდებულია:

4.1. ოლიმპიადაზე გამოცხადდეს მისთვის განკუთვნილ დროს;

4.2. ოლიმპიადის პირველ ტურზე გამოცხადებისას წარმოადგინოს რეგისტრაციის საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი;

4.3. დაიცვას წესები, კეთილსინდისიერად იმუშავოს ტესტზე;

4.4. შეასრულოს ამ წესით გათვალისწინებული სხვა ვალდებულებანი და ოლიმპიადის პროცესის მონაწილის ცალკეული მითითებანი.

5. ტესტირების მსვლელობისას ოლიმპიადის მონაწილეს ეკრძალება:

5.1. ოლიმპიადაზე გამოცხადება ალკოჰოლური და/ან ნარკოტიკული ნივთიერებების ზემოქმედების ქვეშ;

5.2. მობილური ტელეფონის, ან სხვა ელექტრონული აპარატურის გამოყენება;

5.3. ტესტირებაზე დამხმარე მასალის – სახელმძღვანელოების, ჩანაწერების, ფურცლების და სხვათა გამოყენება;

5.4. გადალაპარაკება, დახმარების გაწევა ან მიღება რაიმე ფორმით, სხვა ოლიმპიადის მონაწილისათვის რაიმე ფორმით ხელის შეშლა;

5.5. სამუშაო ადგილის უნებართვოდ დატოვება. სამუშაო ადგილის დატოვება შესაძლებელია მხოლოდ თანმხლებ პირთან ერთად.

6. ამ მუხლის მე- 5 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში ოლიმპიადის მონაწილეს მიეცემა გაფრთხილება. გაფრთხილების გარეშე ოლიმპიადის მონაწილის ტესტირებიდან მოხსნა შესაძლებელია წესრიგის უხეში დარღვევის, ტესტირების პროცესის მონაწილე პირის შეურაცხყოფის ან სხვა მსგავს შემთხვევაში.

მუხლი 14. ტესტირების პროცესის კონტროლი და მეთვალყურეობა

1. ტესტირების მიმდინარეობისას დაშვებულია მხოლოდ შემდეგი პირების ყოფნა:

1.1. პირები, რომელთაც აქვთ ცენტრის მიერ გაცემული სპეციალური აკრედიტაცია;

1.2. ადმინისტრატორი;

1.3. მეთვალყურე;

1.4. საჭიროების შემთხვევაში ტექნიკური პერსონალი.

2. ოლიმპიადის ტესტირების მიმდინარეობისას დაუშვებელია მონაწილეთა მეგობრების ან ოჯახის წევრების ყოფნა;

3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ პირებს ეკრძალებათ ნებისმიერი ფორმით ოლიმპიადის მონაწილის დახმარება ან მათი მუშაობისთვის ხელის შეშლა.

მუხლი 15. ოლიმპიადის ტესტები  და მათი გასწორება

1. ოლიმპიადის ტესტების შედგენა და გასწორება ხდება ბრიტანული ცენტრის სპეციალისტების მიერ.

2. ტესტების სირთულე განისაზღვრება ტურების შესაბამისად.

3. პირველი ტურის ტესტები გასწორდება ტურის დასრულებიდან 7 კალენდარული დღის განმავლობაში.

4. მეორე ტურის ტესტები გასწორდება ოლიმპიადის დასრულებიდან 5 კალენდარული დღის განმავლობაში.

5. მესამე ტურის ტესტები გასწორდება ოლიმპიადის დასრულებიდან 7 კალენდარული დღის განმავლობაში.


მუხლი 16. გამარჯვებულ მონაწილეთა რაოდენობა

ოლმპიადაზე პრიზებით დაჯილდოვდება 20 მონაწილე, წარჩინებულ მონაწილეებს გადაეცემათ შესაბამისი სერტიფიკატები.         

მუხლი 17. გამარჯვებულ მონაწილეთა გამოვლენის წესი

1. გამარჯვებული მონაწილეები გამოვლინდებიან თითოეული ტურის შედეგების გათვალისწინებით. პირველ ტურში გამოვლენილი იქნება საუკეთესო ათეული, ხოლო მეორე და მესამე ტურში გამოვლენილი იქნება თითოეული ტურის საუკეთესო ხუთეული.

2. თუ ოლიმპიადის ფინალურ ტურში გამარჯვებული მონაწილეების გამოვლენის დროს მოხდა ქულათა შორის თანხვედრა და ვერ გამოიკვეთა 5 საუკეთესო მონაწილე გადაიხედება ამ მონაწილეთა მეორე ტურის შედეგები. გაიმარჯვებს ის მონაწილე, რომელსაც ექნება უფრო მაღალი შეფასება მეორე ტურში, ხოლო ამ ტურშიც იდენტური ქულების არსებობის შემთხვევაში გადაიხედება პირველი ტურის ნამუშევრები. პირველ ტურშიც ქულათა თანხვედრის შემთხვევაში მონაწილეებს დაენიშნებათ დამატებითი ტური.

3. დამატებითი ტურის შედეგები განსაზღვრავს გამარჯვებულ მონაწილეთა ვინაობას.

მუხლი 18. ოლიმპიადის გამარჯვებული მონაწილეები

1. ოლიმპიადის პირველი ადგილის მფლობელია (გამარჯვებულია) ოლიმპიადის ის მონაწილე, რომელიც მოხვდა ოლიმპიადის მესამე ტურის რეიტინგული სიის პირველ ადგილზე;

2. ოლიმპიადის გამარჯვებული ხუთეულის წარმომდაგენლები არიან ის მონაწილეები, რომლებიც მოხვდენ მესამე ტურის რეიტინგული სიის პირველ ხუთ ადგილზე.

3. ოლიმპიადის პირველი ტურის საუკეთესო ათეულის წარმომადგენლები არიან ის მონაწილეები, რომლებიც ვერ გადალახავენ მეორე ტურში გადასვლისათვის დაწესებულ ზღვარს, თუმცა სხვა მონაწილეებთან შედარებით დააგროვებენ მაქსიმალურ ქულებს.

4. ოლიმპიადის მეორე ტურის საუკეთესო ხუთეულის წარმომადგენლები არიან ის მონაწილეები, რომლებიც ვერ გადალახავენ მესამე ტურში გადასვლისათვის დაწესებულ ზღვარს, თუმცა სხვა მონაწილეებთან შედარებით დააგროვებენ მაქსიმალურ ქულებს.

5. ოლიმპიადის წარჩინებული მონაწილეები (სერტიფიკატის მფლობელები) არიან ოლიმპიადის ის მონაწილეები, რომლებმაც მიიღეს ფინალურ ტურში მონაწილეობის უფლება.

6. ოლიმპიადის გამარჯვებულთა პირველადი სია ოფიციალურ ვებ-გვერდზე ქვეყნდება ოლიმპიადის მესამე ტურის ჩატარდებიდან 7 კალენდარული დღის განმავლობაში.

მუხლი 19. საპრეტენზიო განაცხადების განხილვა

1. ოლიმპიადის ყოველი ტურის შედეგების თაობაზე წარმოშობილი დავები განიხილება ცენტრის მიერ შექმნილი ოლიმპიადის საპრეტენზიო კომისიის მიერ.

2. ოლიმპიადის მონაწილეს უფლება აქვს ტესტის შეფასების თაობაზე წარადგინოს საპრეტენზიო განაცხადი ოლიმპიადის ტესტისა და პასუხების ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებიდან 2 დღის განმავლობაში. ოლიმპიადის მონაწილის საპრეტენზიო განაცხადში მითითებული უნდა იყოს ტესტის იმ დავალების ნომერი, რომლის თაობაზეც წარდგენილია პრეტენზია.

3. ოლიმპიადის მონაწილის საპრეტენზიო განაცხადი უნდა იყოს არგუმენტირებული, მასში მოცემული საკითხი უნდა იყოს კონკრეტული წყაროებით განმტკიცებული. წინააღმდეგ შემთხვევაში, საპრეტენზიო განაცხადი არ განიხილება.

4. საპრეტენზიო კომისია განიხილავს მხოლოდ ტესტის იმ დავალების შეფასების სისწორეს, რომელიც მითითებული იყო საპრეტენზიო განაცხადში. საპრეტენზიო კომისია საპრეტენზიო განაცხადს განიხილავს განაცხადის შეტანიდან 2 დღის ვადაში;

5. საპრეტენზიო კომისია არ განიხილავს ტესტის იმ დავალების შეფასების სისწორეს, რომელშიც პასუხი არ არის დაფიქსირებული ან შემოხაზულია ორი ან მეტი ვარიანტი;

6. ოლიმპიადის მონაწილის საპრეტენზიო განაცხადი განიხილება მხოლოდ ოლიმპიადის ოფიციალურ ელექტრონულ ფოსტაზე challenge@britishcentre.ge გამოგზავნის შემდეგ, ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ ვადებში.

7. ოლიმპიადის საპრეტენზიო განაცხადების განხილვის შედეგები:

7.1. ელექტრონულ ფოსტაზე მიღებული საპრეტენზიო განაცხადები გადაეგზავნება სპეციალურ კომისიას, რომელიც განცხადების მიღების დასრულებიდან არაუგვიანეს 2 დღის განმავლობაში განიხილავს საკითხს და მიიღებს გადაწყვეტილებას.

7.2. საპრეტენზიო განაცხადის უარყოფის შემთხვევაში, მონაწილე მიიღებს არგუმენტირებულ ახსნას ელექტრონული სახით თუ რატომ არ დაკმაყოფილდა კომისიის მიერ კონკრეტული საკითხი.

7.3. საპრეტენზიო განაცხადის დაკმაყოფილების შემთხვევაში კონკრეტული საკითხის შესაბამისი ქულა დაემატება შესაბამისი ტურის ყველა მონაწილეს.

მუხლი 20. გამარჯვებულ მონაწილეთა დაჯილდოება

1. ოლიმპიადის დასრულების შემდგომ, ცენტრი ორგანიზებას უწევს დაჯილდოების ცერემონიას.

2. ცერემონიის ჩატარების ადგილისა და დროის შესახებ ინფორმაცია ოლიმპიადის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნდება ცერემონიის დანიშვნამდე 10 კალენდარული დღის განმავლობაში.

3. დაჯილდოების ცერემონიას დაესწრებიან საპრიზო ადგილებზე გასული მონაწილეები, მათი მეგობრები, ოჯახის წევრები, ცენტრის წარმომადგენლები და სხვა მოწვეული სტუმრები.


პარტნიორები

კონტაქტი

ოლიმპიადის ლოკაცია

  • თბილისი,

    ლუბლიანას ქ. #21


    ქუთაისი,

    ტ. ტაბიძის ქ. #1


    ბათუმი,

    ლ. ასათიანის ქ. #56-58

  • ტელ:
    2 148 228
  • ელ-ფოსტა:
    challenge@britishcentre.ge